ბრიუსელმა გააფრთხილა მხარეები, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობაზე „უმძიმესი შედეგები“ ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა სპიკერმა, ანუარ ელ ანუნიმ, ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დიპლომატიას უნდა მიეცეს შანსი“, რათა მოგვარდეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული ხანგრძლივი დავა.
„სამხედრო ესკალაცია რეგიონის სტაბილურობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება“, – განაცხადა ელ ანუნიმ.









