BBC: ​​​​​​​ეპშტეინის საქმის ფარგლებში დაკავებული ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ეპშტეინის საქმის ფარგლებში დაკავებული ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ენდრიუ გუშინ დააკავეს. საქმე ეხება ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის მიერ ჯეფრი ეპშტეინისთვის ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტების მიწოდებას.

მეფე ჩარლზ III-ის ძმას საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა ძმის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, გამოძიება კი მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა იყოს.

სამეფო ოჯახის წევრის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც და აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...