17 თებერვალი, სამშაბათი, 2026
17 თებერვალი, სამშაბათი, 2026

საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება

საქართველოში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთ ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და არავითარი პრობლემები არ არსებობს. იურაი ბლანარმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით.

„პარლამენტის თავმჯდომარეც უახლოეს დროში ესტუმრება საქართველოს და ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. ვცდილობთ, რომ აღნიშნული მალე განხორციელდეს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით. მაგალითად, კონსულატი გაიხსნა ქუთაისში. ურთიერთობების გაუმჯობესება ხდება, მაგალითად, დაინიშნა პირდაპირი რეისი ბრატისლავიდან ქუთაისამდე და პირიქით.

საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტული თვალსაზირისით.

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა მთლიანად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენი ქვეყნის ერთიანობასა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყანა დაარღვევს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები