Politico: კაია კალასს მიუნხენის კონფერენციაზე ყველაზე ცუდი „პოკერ ფეისი“ ჰქონდა

Politico-მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სახალისო შეჯამება მოამზადა, რომელშიც პოლიტიკოსები სხვადასხვა კატეგორიებად დაყო. ერთ-ერთი მათგანი „ყველაზე ცუდი პოკერ ფეისი“ იყო, რომელიც გამოცემამ ევროკავშირის უმაღლეს კომისარს კაია კალასს მიანიჭა.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა, ვერ შეძლო სკეპტიციზმის დაფარვა, როდესაც გაეროში ამერიკის ელჩმა, მაიკ უოლცმა, სიამაყით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე ომი დაასრულა.

ტუჩების მოკუმვა და ლოყების გაბერვა – კალასის ეს რეაქცია სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა და ამერიკელების მიმართ ევროპული გაღიზიანების სიმბოლოდ იქცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს...

დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი...