ალის ვაიდელი: ამ ომის მანქანის კვება აბსოლუტურად ანტირუსული რიტორიკით, ფინანსური რესურსებითა და სხვა საშუალებებით, როგორიცაა იარაღის მიწოდება, უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ადამიანი მსგავსი რეჟიმის გამოკვებას აგრძელებდეს

გერმანული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა გერმანიის ამოცანაც უნდა ყოფილიყო.

„ამ ომის მანქანის კვება აბსოლუტურად ანტირუსული რიტორიკით, ფინანსური რესურსებითა და სხვა საშუალებებით, როგორიცაა იარაღის მიწოდება, უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ადამიანი მსგავსი რეჟიმის გამოკვებას აგრძელებდეს. მათი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმაა საჭირო, როგორც ეს ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა. ეს გერმანიის ამოცანაც უნდა ყოფილიყო.

მსგავსი რამ არასდროს მოხდებოდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მმართველობის პირობებში. ჩვენი მთავრობაში ყოფნის შემთხვევაში, უკრაინაში დიდი ხნის წინ იქნებოდა მშვიდობა“, – განაცხადა ვაიდელმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...