16 თებერვალი, ორშაბათი, 2026
16 თებერვალი, ორშაბათი, 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა და სხდომა დაიხურა. სხდომას ბაჩო ახალაიაც დაესწრო. ბრალდების მხარე მას ოთხი ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პირადად მე ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად, ნებისმიერი გზით. ივანიშვილი დასამხობია. ძალა არის გამოსაყენებელი ყველა მოძალადე პოლიციელის მიმართ. დასამალი არაფერი არ არის, ეს არის ჩემი მყარი შეხედულება“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

როგორც პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა.

„მათ შორის, არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც. ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს მოპოვებული, სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალები გახლავთ წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. ამდენად, ბრალდების მხარე დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები