16 თებერვალი, ორშაბათი, 2026
16 თებერვალი, ორშაბათი, 2026

სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ყველაზე მაღალი კორუფციით კი მოლდოვა, ალბანეთი და უკრაინა გამოირჩევა

ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

გამოკვლევის ფარგლებში, სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგიც გამოაქვეყნდა, სადაც საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 41-ე ადგილზე დასახელდა, ევროპაში კი ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად თანაბარი შეფასებით მეოცე ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს: ხორვატიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.

ევროპის სისხლის სამართლის სისტემაში კორუფციის სიმცირით დანია, ნორვეგია და ფინეთი ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი მოლდოვა, ალბანეთი და უკრაინა გამოირჩევა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს არიან თუ არა პოლიცია, პროკურორები და მოსამართლეები თავისუფალი მექრთამეობისაგან და კრიმინალური ორგანიზაციების მხრიდან არასათანადო გავლენისაგან.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები