არჩილ გორდულაძე: არაერთხელ მოვისმინეთ ე.წ. ექსპერტების კრიტიკა განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არც ერთი არგუმენტი არ არსებობს, ამიტომ დასრულდა დებატები პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 100:0

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, “იმედის” ეთერში, განათლების რეფორმის შესახებ გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ მკაფიოდ გამოჩნდა, თავდამსხმელების მხარეს რომ არც ერთი არგუმენტი არ არსებობს.

მისი განცხადებით, დებატები პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 100:0 დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის ველია საგნობრივი და არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა.

“არაერთხელ მოვისმინეთ ე.წ. ექსპერტების კრიტიკა განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არც ერთი არგუმენტი არ არსებობს. სწორედ ამიტომ დასრულდა დებატები პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 100:0. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგნობრივი და არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა ,,ქართული ოცნების” ველია და სწორედ ამის გამო გაურბიან საგნობრივ საუბარს ოპონენტები.” – წერს არჩილ გორუდულაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად,...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაფართოების შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშს აფასებს. ის დოკუმენტს სუბიექტურსა და უსამართლოს უწოდებს. „ერთი მხრივ ევროკომისიის სტრუქტურები და მეორე მხრივ,...