13 თებერვალი, პარასკევი, 2026
13 თებერვალი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი – 2-3 წლის წინ ჩამოსული გადამთიელი ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს – თუ უცხოელები კანონს არ დაემორჩილებიან, იქნება ახალი ცვლილებები, რომელიც ყველა იმ შავ ხვრელს, გასაძრომს ამოქოლავს, რომელსაც ასე ეძებენ

2-3 წლის წინ ჩამოსული გადამთიელი რომ ფიქრობს, რომ ჩვენ, ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს, გადახედონ ჩვენს ისტორიას, წაიკითხონ, გაერკვნენ საერთოდ რასთან და ვისთან აქვთ საქმე, ბოლო-ბოლო მართლა შტერები ხომ არ ვართ?! – ცვლილებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირი არღვევს ქართულ კანონმდებლობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე ლორა თორნტონმა აღიარა, რომ საქართველოში ფულს შემოტანის არალეგალური შავი სქემები არსებობს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თუ უცხოელები ქართულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, იქნება ახალი ცვლილებები, „რომელიც ყველა იმ შავ ხვრელს, თუ გასაძრომს ამოქოლავს, რომელსაც ასე დაბეჯითებით ეძებენ“.

„ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. არც ერთი კონგრესმენი არ დაესწრო და ჯო უილსონიც რომ არ დაესწრო გასაგებია, საერთოდ რასთან გქონდა საქმე. ჩვენ ვნახეთ, რომ ოლესა ვართანიანი, ბახი ნიშანოვი ერთმანეთში ჭორაობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. პირდაპირ ითხოვდნენ ქართულ შიდა საქმეებში ჩარევას. რაც შეეხება ქალბატონ თორნტონს, წამლად რომ ერთი ამერიკელი იყო შეხვედრაზე – ის მეორე ადამიანია მარტა კოსის შემდეგ რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის. დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და ეს გასაგებია, რადგან მაშინ სისხლის სამართლებრივი დანაშაული უნდა გაემხილა. ყველა ეს სქემა არის დანაშაულებრივი. ვინაიდან მისი ამოცანა არის გვერდი აუაროს ქართულ კანონმდებლობას. ეს ასაბუთებს კიდევ ერთხელ იმ ცვლილებას. რომელიც გუშინ ევროკავშირის ელჩმა შეიცხადა. ასე რომ, ბატონმა ჰერჩინსკიმ კითხვები ჩვენ არ დაგვისვას, კითხვები დაუსვას ქალბატონ კოსს, თავის უფროსს, რომელმაც თქვა რომ გზებს ეძებენ, რათა გვერდი აუარონ ქართულ კანონს და ფული მისცენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. ასე რომ, კითხვები ჩვენთან ნუ ექნება ბატონ ჰერჩინსკის, თავის უფროსს ჰკითხოს, თვითონ თუ არაა საქმეში გარკვეული, რა სქემებს ალაგებენ ასეთს, რომ გვერდი აუარონ ქართულ კანონებს.

თავად უყვართ ხოლმე უცხოელებს თქმა, რომ საქართველო პატარაა. ყველა ყველას იცნობს და ვერ აცნობიერებენ, რომ მართლა ყველა ყველას იცნობს და არაფერი იმალება. ერთ სქემაზე ვიტყვი, რომელიც მათ მოიფიქრეს – ნაცვლად იმისა, რომ უცხოელმა ფონდებმა და დონორებმა ორგანიზაციას მისცენ გრანტი, რისთვისაც მათ თანხმობა სჭირდებოდათ, დაიწყეს ამ ორგანიზაციისთვის არა ერთბაშად ფულის მიცემა, არამედ თანამშრომლების დაქირავება ხელშეკრულებით და პირდაპირ თანამშრომლებისთვის ცალ-ცალკე ფულის ჩარიცხვა. 2-3 წლის წინ ჩამოსული გადამთიელი რომ ფიქრობს, რომ ჩვენ, ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს, გადახედონ ჩვენს ისტორიას, წაიკითხონ, გაერკვნენ საერთოდ რასთან და ვისთან აქვთ საქმე. ბოლო-ბოლო მართლა შტერები ხომ არ ვართ?! საკუთარ თავს ჰკითხონ, რატომ გახდა ყველა ის ცვლილება საჭირო, რასაც ჩვენ ვიღებთ. იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირი არღვევს ქართულ კანონმდებლობას!

საუბარი აღარ არის უკვე ჩარევა და არჩარევაზე. ამის უკან დგას ჩვეულებრივი კრიმინალური ენერგია, მოიფიქრო სქემები, როგორ დაარღვიონ კანონი. ბაჩიაშვილს შეედრებიან ეს ადამიანები საკუთარი კრიმინალური ენერგიით.

არ იქნება დამორჩილება იმ წესებზე, რომელიც არსებობს?! იქნება ცვლილებები, რომელიც ყველა იმ შავ ხვრელს, თუ გასაძრომს ამოქოლავს, რომელსაც ასე დაბეჯითებით ეძებენ,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები