სამწუხაროა, რომ ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგი ჯერ ბოლომდე და სრულად არ ამოქმედდა. ეს რომ მომხდარიყო, ბევრი რამ დალაგდებოდა. უცხოური დაფინანსების მიმღებნი და რეგისტრაციაზე უარის მთქმელნი, კანონის ძალით დაისჯებოდნენ, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ნაჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ლორა თორნტონი, ევროკომისარ მარტა კოსის შემდეგ მეორეა, ვინც ამბობს, რომ შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან.
მისი შეფასებით, ხელისუფლების წინაშე მოქმედების მარტივი ალგორითმი დევს, რაც გულისხმობს უცხოელი აგენტების დაფინანსების შემოვლითი გზების გამოვლენას და მიღებული კანონების სრულად ამოქმედებას.
“ახლა კი სერიოზულად მივუდგეთ საკითხს, რომელიც ეხება საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსებას. სამწუხაროა, რომ ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგი ჯერ ბოლომდე და სრულად არ ამოქმედდა. ეს რომ მომხდარიყო, ბევრი რამ დალაგდებოდა. უცხოური დაფინანსების მიმღებნი და რეგისტრაციაზე უარის მთქმელნი, კანონის ძალით დაისჯებოდნენ.
საინტერესო რამ მოხდა, გუშინ ე.წ. “ჰელსინკის კომისიის” ბრიფინგზე. ლორა თორტონმა, არშემდგარი ქართული “ხავერდოვანი რევოლუციის” ამერიკელმა დედობილმა, ღიად განაცხადა, რომ არსებობს არხები, რომლებითაც შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან. ის მეორეა, ევროკომისარ მარტა კოსის შემდეგ, ვინც საუბრობს შემოვლითი გზებით ჩვენს ქვეყანაში “სამოქალაქო სექტორის” ნიღბის ქვეშ მოქმედი რადიკალური ენჯეოების შემოვლითი გზებით დაფინანსებაზე.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წინაშე მოქმედების მარტივი ალგორითმი დევს. გამოავლინონ უცხოელი აგენტების დაფინანსების შემოვლითი გზები და სრულად აამოქმედონ მიღებული კანონები.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.









