რუსეთის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს

რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

„კავკასიაში ყველა გაუქმებული გზების განბლოკვაზე მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის განიხილება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით“, – აღნიშნა ოვერჩუკმა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია სხვა „დიდი ამოცანის“ გადასაჭრელად, რომელიც კავკასიის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირის გაძლიერებას ეხება და რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია „აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“.

„იმედი გვაქვს, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფო აღნიშნული მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრის დროს კონსტრუქციულად ითანამშრომლებს“, – დასძინა ოვერჩუკმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ...

გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი - რატომ არ ამბობს, რომ გმობს 2024 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? იმიტომ რომ, რა მომენტშიც ამ ძალადობას დაგმობს,...