12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

კახა კალაძე ჯანდაცვის პროგრამებზე: მალე დავაანონსებთ ახალ პროგრამებს

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში, ეს თანხობრივადაც გამოიხატება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჯანდაცვის პროგრამაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის და ვითარდება, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება.

“რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა ისე განვავითაროთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს ქვეყანაში. ვიდრე, არსებობენ ასეთი ოჯახები, როგორც დედაქალაქის მერი, ვპირდები ამ ადამიანებს, ვიდრე არის ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” ამ ადამიანებს პრობლემების პირისპირ არ დავტოვებთ, ყველას დავეხმარებით, ყველას ხელს შევუწყობთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ისაუბრა ასევე სკრინინგ პროგრამებზე, რომელსაც პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგ პროგრამა ემატება.

“აღნიშნული პროგრამა პრევენციული თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელია ადრეულ ეტაპზე მოხდეს მძიმე სენის გამოაშკარავება და დავეხმაროთ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვისურვო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება მუნიციპალიტეტი მზად არის ყოველგვარი გადასახადების გარეშე დაეხმაროს ამ ადამიანებს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი მალე ახალ პროგრამებს დააანონსებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები