12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

ლორა თორნტონი: ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა NED, მარშალის ფონდი, სოროსის ფონდი და სხვები, წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს მცირე სამოქალაქო ორგანიზაციებს ძალიან ჩაკეტილ ქვეყნებში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგის პანელისტებად მიწვეულნი იყვნენ McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.

ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ მას სჯერა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახმარების გასამმაგების, თუმცა „ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ახლა მოქმედებს“.

„თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ საქმეში გამოცდილია. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა NED, მარშალის ფონდი, სოროსის ფონდი და სხვები, წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს მცირე სამოქალაქო ორგანიზაციებს ძალიან ჩაკეტილ ქვეყნებში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა – შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს ჩაკეტილ გარემოშიც. ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. ამიტომ, ვისურვებდი მივიდეთ იმ წერტილამდე, სადაც აშშ-ის მთავრობა გაზრდის დახმარებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. არ მგონია, რომ ამ დახმარების რაღაც ეტაპზე განახლება შეუძლებელი იყოს“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები