ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია. ზორან მილანოვიჩს დღეს მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ საღამოს ესტუმრა. დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ზორან მილანოვიჩი საქართველოს მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.









