12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

ლორა თორნტონი: არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა

არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა, – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გამართა.

ბრიფინგის პანელისტებად მიწვეულნი იყვნენ McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.

ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ მას სჯერა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახმარების გასამმაგების, თუმცა, მისი თქმით, „ეს ძალიან რთულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ახლა მოქმედებს“.

„თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ საქმეში გამოცდილია. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა NED, მარშალის ფონდი, სოროსის ფონდი და სხვები, წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს მცირე სამოქალაქო ორგანიზაციებს ძალიან ჩაკეტილ ქვეყნებში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა – შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს ჩაკეტილ გარემოშიც. ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. ამიტომ, ვისურვებდი მივიდეთ იმ წერტილამდე, სადაც აშშ-ის მთავრობა გაზრდის დახმარებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. არ მგონია, რომ ამ დახმარების რაღაც ეტაპზე განახლება შეუძლებელი იყოს“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები