12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

ირაკლი კირცხალია: როდესაც აქაური უსამშობლოები და ბრიუსელის მიერ ხელდასხმული აგენტურა, ევროკავშირის დროშით ხელში, რომელიც ფასეულობებს, ღირებულებებს, ეკონომიკურ სტაბილურობას ემსახურებოდა, აქ პოლიციელებს და პარლამენტის შენობას წვავენ, ზიზღის ენას აფრქვევენ, ამ დროშის შეურაცხყოფაა

ევროპაში ევროპა უნდა დაბრუნდეს, ის ღირებულებები და ფასეულობები. მათი საქციელი იმ დროშის შეურაცხყოფაა, რომელიც ზურგსუკან უდგათ და აკეთებენ ასეთ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის და თუნდაც, თავიანთი წევრი ქვეყნების მიმართ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში “ღამის კურიერი”.

მისი თქმით, ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფაა, როდესაც “აქაური უსამშობლოები და აგენტურა” ამ დროშით დღეს ზიზღის ენას აფრქვევენ, პოლიციელებს და პარლამენტის შენობას წვავენ. კირცხალიას განცხადებით, ბრიუსელი იქამდე მივიდა, რომ მათი ელჩი და უმაღლესი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო აქციებზე დადიოდნენ, სადაც, საზოგადოებას მაიდანს უანონსებდნენ.

“როდესაც აქაური უსამშობლოები და მათ მიერ ხელდასხმული აგენტურა, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში მიჰყავდა – ყველას გვახსოვს ლომჯარიები და ის გვარები, რომელთა სასამართლოსაც ადევნებს თვალყურს ჩვენი საზოგადოება, იმ დროშით ხელში დღეს, პოლიციელებს წვავენ, ზიზღის ენას აფრქვევენ და პარლამენტის შენობას წვავენ, რომელიც ფასეულობებს, ღირებულებებს, ეკონომიკურ სტაბილურობას ემსახურებოდა და ერთიანებდა, იმ დროშის შეურაცხყოფაა. აქამდე მივიდა ბრიუსელი. ევროკავშირის ელჩი და წარმომადგენლები, პოლიტკური უმაღლესი თანამდებობის პირები, ანტისამთავრობო აქციებზე დარბოდნენ და მაიდანს უანონსებდნენ ჩვენს საზოგადოებას.
ჩვენ რაც გვიწერია კონსტიტუციაში, ღირებულებებზე დაყრდნობით გვიწერია, ამ ღირებულებებს მივყვებით და ყოველთვის ვამბობთ, რომ მარტა კოსები და ეს ბიუროკრატიის დღევანდელი “ელიტა”, არ არის ევროკავშირი, ისინი ყველანი წარმავალი არიან – ევროკავშირი დარჩება ევროკავშირად, ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ დარჩეს, რადგან ერთ-ერთი ძლიერი ეკონომიკური კავშირი იყო, რომელიც ფასეულობებზე, ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე იყო აგებული.” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები