ირაკლი კობახიძე: ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ოპტიმისტურად, ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, დაველოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით

ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად,- განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხრიდან სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე. ჩვენი მხრიდან ხელი არის გაწვდილი. ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. დაველოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება,...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...