11 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026
11 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა ჩვენთვის უალტერნატივო და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ეს არის მომავალი, სადაც ჩვენი შვილები თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს სამშვიდობო კურსზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მშვიდობა საქართველოსთვის უალტერნატივო და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.

„საქართველო აფასებს მშვიდობას არა მხოლოდ როგორც განვითარების და სტაბილურობის გზას, არამედ როგორც მორალურ და სტრატეგიულ იმპერატივს.

ჩვენ ხშირად ვაწყდებით უსამართლო კრიტიკას, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში. ეს არის ერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე დგას უსაფრთხოების ქოლგისა და რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრობის გარეშე.

სწორედ ამიტომ, მშვიდობა ჩვენთვის უალტერნატივო და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ეს არის მომავალი, სადაც ჩვენი შვილები თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ.

უსაფრთხოება მოიცავს როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ განზომილებას. ეკონომიკური სიმტკიცის გარეშე პოლიტიკური დამოუკიდებლობა არის მყიფე და უკეთესი ცხოვრების იმედი საფრთხის ქვეშ დგება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები