ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია

ევროპელთა 3/4 უარყოფს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. თუმცა, ამის მიუხედავად, ბრიუსელი აგრძელებს ამ კურსს. მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი მანამ, სანამ მხოლოდ რამდენიმე ევროპულ მთავრობას აქვს ძალა, წინ აღუდგეს ბრიუსელის ნებას, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, X-ზე.

მისი განცხადებით, უნგრელების 95 პროცენტი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია, შესაბამისად, ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთის მთავრობა უკან არ დაიხევს.

“უნგრეთი ერთ-ერთი გამონაკლისია. უნგრელების 95 %მა უარი თქვა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, რადგან მათ სურთ დაიცვან ჩვენი ფერმერები, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება და მშვიდობა უნგრეთში.

ჩვენი პატრიოტული მთავრობა ზუსტად იმას აკეთებს, რისი მანდატიც ხალხმა მისცა. ჩვენ არ დავნებდებით, ზეწოლის მიუხედავად.” – წერს ორბანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული...

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის...