ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ თვალ-ყური ადევნოს ჯანსაღ დებატს, როდესაც ამ სუბიექტებზე გვაქვს საუბარი – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადმონაშთებზე და იმ პარტიებზე, რომლებიც, რეალურად მოლოდინის რეჟიმში არიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, მათზე კომენტირება შეიძლება მხოლოდ ერთი მხრივ, მათ უნდა გაიგონ საერთოდ დებატის არსი და ზოგადად უნდა გავიგოთ რას ნიშნავს დებატი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მიერ დებატების პროცესისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციამ – „რიგითმა გავრამიებმა და ლომჯარიებმა“, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში მოეკლათ დებატების კულტურა.
„მათ ხომ ეს არ იციან, იმიტომ რომ ისინი არიან რიგითი გვარამიების, ლომჯარიების, ამ აგენტების, როდესაც ჩვენ სცენარებზე, დავალებებზე, შესრულებაზე, ვსაუბრობთ და იმ პუნქტებზე, რომელსაც ასწავლიდნენ, ჩამოსდიოდათ, ეს „აკერმანის სწავლება“ იქნებოდა თუ სხვა, მათივე ინსტრუქციით იყო.
ესენი არიან ხალხი, რომლებმაც მოკლეს დებატები პირდაპირი მნიშვნელობით და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ ყოფილიყო დებატები.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, თუ რატო მიიღეს მათ ეს დავალება და რატომ აკეთეს მათ ეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში დებატები მოეკლათ თავიანთი რადიკალური ქმედებებით, როგორც ტელევიზიაში, ისე ტელევიზიის გარეთ, კარგად ვხედავდით მერამდენე რევოლუციური სცენარი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. იმიტომ რომ, როდესაც შენ სიცრუეზე, ფარსზე, აღქმებზე, ბინძურ პოლიტიკაზე აგებ პროტესტს, თუ ნებისმიერ სხვ სცენარს, რომელიც მოიცავს, ასევე დაქვემდებარებულ მედია საშუალებებს, ეს იყო, ალბათ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომ არ შეხვიდე დებატში შენ იმ ჯანსაღ ძალასთან სადაც შენ არ გექნება საშუალება დაიცვა ის შენ სიცრუე და სიყალბე, რომელის სიცრუით და სიყალბითაც ესენი მოძრაობენ როგორც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაში 2012 წლიდან და როგორი სიყალბითაც არსებობდნენ ქართულ პოლიტიკაში 2012 წლამდე.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად იყო ჯანსაღი დებატისთვის, მთავარია ყველა მხარემ გავიგოთ რას ნიშნავს დებატი და მისი არსი. ვინც ჩამოვთვალე მათთან ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია საერთოდ ამაზე საუბარი.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.









