28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით – უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გახშირებული მუქარების მიუხედავად, ბუდაპეშტი პოზიციას არ შეცვლის და უნგრელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.

კერძოდ, უნგრეთი არ გაუგზავნის ფულს კიევს, არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ დაუშვებს რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვას.

ორბანი უკრაინის ხელისუფლების რიტორიკის გამკაცრებას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ჩარევის მცდელობით ხსნის.

„უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით – უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში. რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას არ დავუშვებთ – ამის გარეშე კომუნალური გადასახადები არ შემცირდება, ხოლო უნგრული ოჯახებისთვის ენერგია მისაწვდომი არ იქნება. ჩვენ აგრეთვე არ დავუშვებთ, რომ უკრაინა ორ წელიწადში ყველა კანონის დარღვევით ევროკავშირში შეათრიონ – ეს იქნებოდა ომის გახანგრძლივება“, – დაწერა ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები