28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

„ავერსის“ დამფუძნებელი: ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. საქართველოში ბრუნვაშია 10 000 მედიკამენტი. 7 000-ზე არის უკვე რეფერენტული ფასი

რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ამჟამად, საქართველოში ბრუნვაში არის 10 000 მედიკამენტი. 7 000-ზე არის უკვე რეფერენტული ფასი, – განაცხადა კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ბიზნესმენების ინტერესებშიც შედის ის, რომ ფასები იყოს ხელმისაწვდომი.

„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით. ჩაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ჩვენი, ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. ამჟამად, საქართველოში ბრუნვაში არის დაახლოებით 10 000 მედიკამენტი. 7 000-ზე არის უკვე რეფერენტული ფასი, იმ 3 ათასსაც თანდათან ამატებს სამინისტრო“, – განაცხადა პაატა კურტანიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები