27 იანვარი, სამშაბათი, 2026
27 იანვარი, სამშაბათი, 2026

ლევან მახაშვილი – როგორც ჩანს, დღეს მაია სანდუ არის ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს – ვისურვებდი გარკვეული ტიპის ნაბიჯებსაც, თუნდაც ელჩის დაბარებას

როგორც ჩანს, მაია სანდუ დღეს არის ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს – როგორც რიგითი ადამიანი, ვისურვებდი გარკვეული ტიპის ნაბიჯებსაც, თუნდაც, მინიმალურ დონეზე, ელჩის დაბარებას , – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ყველას მოუწოდებს, თავი დაანებონ საქართველოს საკითხით მანიპულირებას.

“ვერ გეტყვით, რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ს წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს. ალბათ, დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება და შეუძლია სხვა საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ ისტორიას, განცხადებებს, რაც მას აქვს გაკეთებული საქართველოსთან დაკავშირებით, ალბათ, ყველაფერი ნათელი იქნება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, 4 ოქტომბერს საკუთარი განცხადებებით როგორ უჭერდა მხარს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ამიტომ ყველაფერი გასაგებია – როგორც ჩანს, ერთიანი დიდი პროცესის გაგრძელებაა. დღეს ის არის ის ადამიანი, ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს იმის მიუხედავად, რომ არც სამსახურებრივად, არც საქმიანად, არც ეროვნულად და არც არაფრით, მას არაფერი ესაქმება საქართველოს შიდა საქმეებში.

ჩვენ ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საკითხით ჟონგლიორობა. ხშირად იყენებენ ხოლმე საქართველოს საკითხს შიდა, მათ შორის, საკუთარი მარცხის გასამართლებლად თუ ასე შემდეგ. შეიძლება ამის ნაწილიც იყოს. უარესი განცხადებაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, საკუთარი ქვეყნის გაუქმებაზე აპირებს ხელის მოწერას თუ ამის საჭიროება დადგება. ეს არაა ჩვენი თემა, უბრალოდ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი დაანებონ საქართველოს საკითხით მანიპულირებას”, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”.

„ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – აღნიშნა სანდუმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები