27 იანვარი, სამშაბათი, 2026
27 იანვარი, სამშაბათი, 2026

ედიშერ გვენეტაძე მაია სანდუს განცხადებაზე: მოლდოვას პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა უდიდესი ალბათობით მიიღო ევროკრატების მორიგი დავალება და თავისი უმოკლესი ჭკუით ვითომდაც კბილი გაჰკრა საქართველოს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მორიგი დავალება მიიღო და ეს განცხადება – „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, მისმა პატრონებმა განაცხადებინეს.

„აი ამ მოლდოვას პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა მაია სანდუმ, რომელიც მოლდოვის მმართველად გახდა გარედან დახმარებების, გაყალბების და ათასგვარი მაქინაციების ხარჯზე, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ააყვავა ყოველგვარ ზღვარსგადასული კორუფცია (ევროკავშირის მონაცემებით), გაანადგურა ოპოზიცია, მიწასთან გაასწორა მასმედია, აკრძალა ტელევიზიები, პაუპერიზაცია ანუ გაღატაკება მოახდინა საკუთარი მოსახლეობის, უდიდესი ალბათობით მიიღო ევროკრატების მორიგი დავალება და უმალვე თავისი უმოკლესი ჭკუით ვითომდაც კბილი გაჰკრა საქართველოს და წამოიკნავლა – რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნაო.

პატრონებმა ეს განაცხადებინეს იმ მაია სანდუს, რომელზეც სამართავად ჩაბარებული ქვეყანა მთელი მისი პრეზიდენტობის მანძილზე კრემლის პატრონაჟობით არსებული დსთ-ს წევრია და სანქციების მიუხედავად წარმატებით ვაჭრობს რუსეთთან (ესეც ევროკავშირის მონაცემებია).

მაია სანდუს ამ სოროსის ლაბორატორიაში გამოზრდილი თუთიყუშის მსგავსი ჰიბრიდული ჯიშის გამონათქვამის გაცნობის შემდეგ, უნებურად გახსენდება ცნობილი სიბრძნე: “ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ დახეტიალობდაო”. დიახ, ასეა თუთიყუშად გამოზრდილი და თითიყუშადვე ქცეული მოლდოვას ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყნის საპრეზიდენტო სკამზე დაბრძანებული ქალბატონი, რომელმაც ისტორიაში გაუგონარი რამ განაცხადა-მომხრე ვარ გაუქმდეს დამოუკიდებელი მოლდოვას სახელმწიფო (ანუ ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიცაა) და შევიდეს მეზობელი რუმინეთის შემადგენლობაშიო, თავის მხრივ სავსებით იმსახურებს, რომ მასაც და მის პატრონებსაც ფრთები და ბუმბული დასცვივდეთ და იქცნენ მიუსაფარ მოხეტიალე პოლიტიკოსებად, რაც უეჭველად ელოდებათ უახლოეს მომავალში.“- წერს ედიშერ გვენეტაძე.ედიშერ გვენეტაძე მაია სანდუს განცხადებაზე: მოლდოვას პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა უდიდესი ალბათობით მიიღო ევროკრატების მორიგი დავალება და თავისი უმოკლესი ჭკუით ვითომდაც კბილი გაჰკრა საქართველოს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მორიგი დავალება მიიღო და ეს განცხადება – „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, მისმა პატრონებმა განაცხადებინეს.

„აი ამ მოლდოვას პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა მაია სანდუმ, რომელიც მოლდოვის მმართველად გახდა გარედან დახმარებების, გაყალბების და ათასგვარი მაქინაციების ხარჯზე, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ააყვავა ყოველგვარ ზღვარსგადასული კორუფცია (ევროკავშირის მონაცემებით), გაანადგურა ოპოზიცია, მიწასთან გაასწორა მასმედია, აკრძალა ტელევიზიები, პაუპერიზაცია ანუ გაღატაკება მოახდინა საკუთარი მოსახლეობის, უდიდესი ალბათობით მიიღო ევროკრატების მორიგი დავალება და უმალვე თავისი უმოკლესი ჭკუით ვითომდაც კბილი გაჰკრა საქართველოს და წამოიკნავლა – რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნაო.

პატრონებმა ეს განაცხადებინეს იმ მაია სანდუს, რომელზეც სამართავად ჩაბარებული ქვეყანა მთელი მისი პრეზიდენტობის მანძილზე კრემლის პატრონაჟობით არსებული დსთ-ს წევრია და სანქციების მიუხედავად წარმატებით ვაჭრობს რუსეთთან (ესეც ევროკავშირის მონაცემებია).

მაია სანდუს ამ სოროსის ლაბორატორიაში გამოზრდილი თუთიყუშის მსგავსი ჰიბრიდული ჯიშის გამონათქვამის გაცნობის შემდეგ, უნებურად გახსენდება ცნობილი სიბრძნე: “ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ დახეტიალობდაო”. დიახ, ასეა თუთიყუშად გამოზრდილი და თითიყუშადვე ქცეული მოლდოვას ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყნის საპრეზიდენტო სკამზე დაბრძანებული ქალბატონი, რომელმაც ისტორიაში გაუგონარი რამ განაცხადა-მომხრე ვარ გაუქმდეს დამოუკიდებელი მოლდოვას სახელმწიფო (ანუ ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიცაა) და შევიდეს მეზობელი რუმინეთის შემადგენლობაშიო, თავის მხრივ სავსებით იმსახურებს, რომ მასაც და მის პატრონებსაც ფრთები და ბუმბული დასცვივდეთ და იქცნენ მიუსაფარ მოხეტიალე პოლიტიკოსებად, რაც უეჭველად ელოდებათ უახლოეს მომავალში.“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები