დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თაღლითური გამოკითხვები სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა მიიჩნიონ.
„სამწუხაროა, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკას დაემართა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა სოციოლოგიური თაღლითობა აღარ გაგრძელდეს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ასეთი დანაშაულის ნათელი მაგალითი იყო 2020 წლის არჩევნების დროს ჩატარებული გამოკითხვა, რომლის დროსაც ტრამპის მოწინააღმდეგე ყველა მედიასაშუალებამ მცდარი ცნობები გაავრცელა, მიზანი კი არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო.
„თუ ადამიანებიი შეისწავლიდნენ წარუმატებელ „ნიუ იორკ თაიმსს“, ყალბ „ეიბისის“, ყალბ „ენბისის“, ყალბ „სიბიესს“, დაბალი რეიტინგის „სიენენს“ ან ამჟამად უკვე გაუქმებულ „ემესდიენსის“, ყველა გამოკითხვა გაყალბებული გახლდათ და საბოლოო შედეგებთან ახლოსაც კი არ იყო. რაღაც უნდა გაკეთდეს გაყალბებული გამოკითხვების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში „ფოქს ნიუსისა“ და „ვოლ სთრით ჯორნალის“ გამოკითხვებიც კი საშინელი იყო! არსებობენ სოციოლოგიური გამოკითხვების შესანიშნავი სააგენტოები, რომლებიც არჩევნებს სწორად პროგნოზირებენ, მაგრამ მედიას არ სურს მათი გამოყენება რაიმე ფორმით. სამწუხაროა, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკას დაემართა, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სოციოლოგიური თაღლითობა აღარ გაგრძელდეს!“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.









