ანუ მამაშენის შეცდომებზე (9 წელი ხელისუფლებაში, თანამდებობებზე ეგ იყო) 2012 წელს იყო ნაცების გენერალური მდივანი – მე მთხოვ და კიდევ არ გრცხვენია? კი ვადო, მამაშენი შევარდნაძის დროის კორუმპირებული შემოსავლების მინისტრი იყო, მილიონები იშოვა, მოპარული ფულებით აშენებულ სახლში ცხოვრობ ახლა, მერე უკვე ცხრა წელი ნაცების დროს მამაშენის პრივილეგიებით, სახელმწიფო მანქანით, სწავლის ფულით, სარგებლობდი. საჭმელსაც ნაცებისას ჭამდი და ნიფხვიც დღემდე ნაცების გაცვია, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ამავე პარტიის ყოფილი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შვილს, ვარდენ (ვადო) მაჭავარიანს.
მისი თქმით, როდესაც ვარდენ მაჭავარიანი იმ ქვაბში ჩააფურთხებს, საიდანაც ჭამდა, უნდა იცოდეს, რომ პასუხს მიიღებს. წითლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ 2016 წელს, მიხეილ მაჭავარიანმა “ნაციონალური მოძრაობა” გაძარცვა და თუ მის შვილს “ნაცების” გინება უნდა, მამამისით უნდა დაიწყოს.
“ანუ მამაშენის შეცდომებზე (9 წელი ხელისუფლებაში, თანამდებობებზე ეგ იყო) 2012 წელს იყო ნაცების გენერალური მდივანი – მე მთხოვ და კიდევ არ გრცხვენია? კი ვადო, მამაშენი შევარდნაძის დროის კორუმპირებული შემოსავლების მინისტრი იყო, მილიონები იშოვა, მოპარული ფულებით აშენებულ სახლში ცხოვრობ ახლა, მერე უკვე ცხრა წელი ნაცების დროს მამაშენის პრივილეგიებით, სახელმწიფო მანქანით, სწავლის ფულით, სარგებლობდი. საჭმელსაც ნაცებისას ჭამდი და ნიფხვიც დღემდე ნაცების გაცვია. ამიტომ სანამ იმ ქვაბში ჩააფურთხებ საიდანაც ჭამდი, გახსოვდეს რომ პასუხს მიიღებ. იმაზე ცალკე მოგიყვები მამაშენმა 2016 წელს პარტია როგორ გაძარცვა წასვლამდე) ბევრი მოწმე მყავს თან.
პრობლემა ის კი არ არის რომ ნაცები არ მოგწონს, პრობლემა ისაა რომ ქოცების მესიჯზე და ტყუილებზე ზიხარ და გგონია ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერ. არადა ვერ ხვდები რომ მაგით მამაშენს აყენებ შეურაცხყოფას. ეგ ყველაფერი ნაცებში თუ ხდებოდა მამაშენი რატომ იყო ჩუმად? ხმა რატომ არ ამოიღო? არ იცოდა? მამაშენი ნაწილია მაგ ყველაფრის ჩემო ვატო და ნაცების გინება თუ ძაან გინდა მამაშენით დაიწყე. არ გეგონა რომ პასუხს გაგცემდით? ჯერ სად ხარ,” – წერს ანა წითლიძე.









