26 იანვარი, ორშაბათი, 2026
26 იანვარი, ორშაბათი, 2026

პროფესორი ჯონ ლაფლენდი: თქვენს ადგილას ევროპას ახლა მოვერიდებოდი და გავეცლებოდი. საქართველო ევროკავშირისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია, მათი ინტერესი საქართველოს გამოყენებაა ჯონ ლაფლენდი

თქვენს ადგილას ევროპას ახლა მოვერიდებოდი და გავეცლებოდი. საქართველო ევროკავშირისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია, მათი ინტერესი საქართველოს გამოყენებაა, – განაცხადა დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ჯონ ლაფლენდმა გადაცემაში „თბილისის დროით“.

გადაცემის წამყვანმა, ირინა ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს მოსახლეობის ინტერესების წინ დაყენება, რაც ევროპაში ნაციონალისტური პარტიების მიერ გამოვლენილ ტენდენციას ემთხვევა. წამყვანის კითხვაზე, როგორ აფასებს იგი საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების მომავალს არსებული გადმოსახედიდან, ჯონ ლაფლენდმა აღნიშნა, რომ იგი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობით აღტაცებულია.

„ჩემი აზრით, ცოტა ადრეა საუბარი დასავლეთში წამყვანი პარტიების მიერ ძალაუფლების დაკარგვაზე. მიმაჩნია, რომ სისტემას ძალა კიდევ აქვს, ჩვენ ვნახეთ 2024 წელს რუმინეთში გაუქმებული არჩევნები. ვხედავთ სოციალური ქსელების, მაგალითად X-ის ნაწილობრივ ან სრულად აკრძალვას, სისტემას ხელთ ჯერ კიდევ ბევრი ინსტრუმენტი აქვს.

ევროპას ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორის ბიუჯეტის. მთელი სისტემა დაშლის პირასაა, მაგრამ როდის დაიშლება, ეს არავინ იცის. მკითხეთ ევროპასა და საქართველოს ურთიერთბაზე – თქვენს ადგილას ევროპას ახლა მოვერიდებოდი და გავეცლებოდი. საქართველო ევროკავშირისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია, მათი ინტერესი საქართველოს გამოყენებაა. მე აღტაცებული ვარ საქართველოს ხელისუფლების წინაააღმდეგობით, რომელიც მათ გამოიჩინეს დასავლეთის ღია ზეწოლის დროს, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ევროპა ყოფილი პრეზიდენტის მეშვეობით მოქმედებდა.

ევროპაზე კონცენტრირება დამანგრეველია. თავისთავად კარგია მეგობრობა, მეც დიდი სიამოვნებით ვეწვეოდი საქართველოს კიდევ ერთხელ. კონტაქტები ორივე მხარეს წაადგება, მაგრამ ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით, კონცენტრირდით საკუთარ ინტერესებზე“, – განაცხადა ჯონ ლაფლენდმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები