ეკა სეფაშვილი: ოპოზიციას ეშინია დებატების, რადგან, როგორც წესი, დებატებს აგებს ის, ვის მხარესაც სიმართლე არ არის

პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას პოლიტიკური დებატების ეშინია.

„არ ვფიქრონ, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] აქტიურად და სრული შემადგენლობით ჩაერთვებიან ამ დებატებში. მათ ეშინიათ დებატებში მონაწილეობის, რადგან, როგორც წესი, დებატებში აგებს ის, ვის მხარესაც სიმართლე არ არის. სიმართლე კი, მათ მხარეს ცალსახად არ არის. მათ არ აქვთ არცერთი არგუმენტი, ფაქტი და მტკიცებულება თავიანთი ლოზუნგების დასამტკიცებლად,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული...

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის...