ციხიდან გივია თარგამაძეს ბოლო სიმღერა (ანუ რეკვიემი რე მინორში) წავიკითხე და სულის ჩაწვამდე შევიგრძენი ის ტკივილი რომელიც ამ არ თუ ვერ აფეთქებულის ტვინში მოიხარშა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილი მიმართავს გივი თარგამაძეს, რომ საზოგადოება ბრძენია და კარგად ესმის დღევანდელობაში საქართველოში არსებული ოპოზიცია, რომ არა პროევროპელი, არამედ დაქირავებული და მოღალატეა, შესაბამისად თუ დებატებთან დაკავშირებული ინიციატივა მათ არ შეეხებათ ეს ქვეყანას წაადგება.
„ციხიდან გივია თარგამაძეს ბოლო სიმღერა (ანუ რეკვიემი რე მინორში) წავიკითხე და სულის ჩაწვამდე შევიგრძენი ის ტკივილი რომელიც ამ არ თუ ვერ აფეთქებულის ტვინში მოიხარშა…
– განიცდის, დარდობს, გრძნობს (ერთი ადგილით) რომ ახლა სხვა დროა, ესმის რომ მსოფლიო შეიცვალა, აღარც ნეოლიბერალური გაგებაა მოდაში და აღარც ცისარტყელას ფერები, იცის რომ ძია სოროსის დრო დასრულდა (მისი და მისი ძმა ბიჭების მამა მარჩენალის) და მსოფლიოს სხვა ლიდერები მართავენ სულ სხვა გაგებით და იდეებით ! გრძნობს ის ოჯახაშენებული რომ “თავისუფალი ინსტიტუტის” და ნაცმოძრაობის ჟამი მიიწურა, ძალიან კარგად ესმის რომ აწი დაუმსახურებლად აღარავინ დაუწერს არსაიდან მოსულ პროცენტებს არჩევნებში, დარწმუმებულია რომ გოგორიშვილ- მაჭავარიანის საარჩევნო კარუსელი გაჩერდა, იცის და მღერის, ბოლოს თუ არა ბოლოს წინა სიმღერას! მღერის, მოთქვამს და ბოდავს, ბოდავს რუსეთზე, დუგინზე, პუტინზე…
– ჩემო გივი საზოგადოება ბრძენია და ძალიან კარგად ესმის რომ პროევროპული ოპოზიცია კი არა ნაყიდი, დაქირავებული, მოღალატე და ქვეყნის მტრები ხართ და თუ “ოცნების” ინიციატივა დებატებთან დაკავშირებით შენისთანა განულებულებ აგენტურას არ შეეხება ეს ჩემს საქართველოს წაადგება და სწორ გზაზე დააყენებს!
Ps და მაინც არ მესმის რატომ გაგიჟებთ ასე სიტყვა “ნეიტრალიტეტი”? რატომ გინდათ რომ ამორფული “ნატოს” გამო საჯიშე ბიჭები ჩავდოთ მიწაში? რა ვერ გაივსო თქვენი “მამონა”?რატომ არ გასვენებთ გამჩენი და რატომ გვექაჩებით იმ კავშირებში რომლებიც არა თუ არ მიგვიღებენ არასდროს, არამედ ახლოსაც არ გაგვიკარეს ჩვენი გაუთავებელი კარზე კაკუნის მიუხედავად?! ვეღარ “დაგვაბოლებთ” გივიიიიიი… თქვენ პირად კეთილდღეობას ვერ გადავაყოლებთ ქვეყანას!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.









