ისე, თქვენ რომ იცოდეთ, არც ტვ პირველიდან მაკლია ინფორმაცია და ყველას ერთი სული აქვს როდის დატოვებს მაგ ჭაობს, – წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
ჯღარკავას ინფორმაციით, ხაზარაძემ სტრასბურგში რესტორნის გახსნა გადაწყვიტა, რამაც მისი პარტიის და “ტვ პირველის” ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.
“ისე, თქვენ რომ იცოდეთ, არც ტვ პირველიდან მაკლია ინფორმაცია და ყველას ერთი სული აქვს როდის დატოვებს მაგ ჭაობს… ახლა ამბავი – პოლიტიკაში ხელმოცარულმა მამუკა ხაზარაძემ საფრანგეთში, კერძოდ სტრასბურგში შეიძინა ძველი თეატრის შენობა, სადაც გეგმავს რესტორნის გახსნას.
გაუბაზრდა ეს ამბავი და ცალკე მისი პარტიიდან და ცალკე ტვ პირველის ჟურნალისტებისგან იღებს სერიოზულ საყვედურებს, რომ ესენი უხელფასოდ არიან და თავად ხსნის რესტორანს სტრასბურგში.
ამის გამო ხაზარაძე იძულებული გახდა იძახოს, რომ შენობა ქართული კულტურის ცენტრისთვის ვიყიდეო…ისე, ბულინგის შემდეგ კულტურის ცენტრს გახსნი თუ ბულინგს დაიკიდებ და მაინც რესტორანს მიაწვები, ეგ თავად გადაწყვიტე, მაგრამ აი პოლიტიკა რომ შენი საქმე არაა, ეგ ხომ ასპროცენტიანია.” – წერს ნინო ჯღარკავა.









