ზაალ ანჯაფარიძე: პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პრემიერის ინიციატივას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივა “დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში.“

ანჯაფარიძის თქმით, იმისათვის რომ ჯანსაღი დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან.

„პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს, როგორც განვითარებულ დემოკრატიებში. დარწმუნებული ვარ, რადიკალური ოპოზიცია ამ შეთავაზებას უკუაგდებს.

ამიტომ ჩემი სუბიექტური თვალსაზრისით, იმისათვის რომ ჯანსაღი (!!) დებატები დაბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი უნდა წარმოებდეს ჯანსაღ და ცივილურ საზოოგადოებრივ და პოლიტიკურ ოპონენტებთან და არა უცხო ქვეყნების აქაურ აგენტურასთან. არც იმათთან, ვინც 2003-2012 წწ დანაშაულებს სჩადიონენ და ვინც ამის იდეოლოგები იყვნენ.

შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია.“ – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...