ზაალ მიქელაძე ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით: მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება და ტრადიციების პატივისცემა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრი, ზაალ მიქელაძე მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ბუდაპეშტში. დელეგაცია უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს შეხვდება. მიქელაძემ განაცხადა, რომ დემოგრაფიული საკითხები განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება:

„მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც უნგრეთს აქვს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა და ძალიან საინტერესო იქნება სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება“ – თქვა ზაალ მიქელაძემ.

ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბოლო 12 წელიწადში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა დემოგრაფიული საკითხი კვლავ რჩება პრობლემად.

„ბევრ საკითხთან ერთად, რომელსაც გავივლით სხვადასხვა უწყებასთან, ასევე მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც უნგრეთს აქვს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა და ძალიან საინტერესო იქნება სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება. ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 12 წლის მანძილზე გადადგა ნაბიჯები დემოგრაფიის მიმართულებით, თუმცა ამ მხრივ ერთ-ერთ პრობლემად ისევ რჩება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება და ტრადიციების პატივისცემა, რაც ორივე ქვეყნისათვის გადამწყვეტია“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...