ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, “ფედერალისტების” წევრის, თენგო კირთაძის მიერ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კირთაძეს “ცხრა ცხოვრება არ ეყოფა”, კობახიძემდე რომ მივიდეს ჭკუით ან განათლებით.
კერძოდ, ის აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ სასურსათო ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ “ირაკლი კობახიძე არის კლოუნი, რომელიც დასცინის საქართველოს ღარიბ მოსახლეობას.” ზერეკიძის თქმით, ოპოზიციონერები იმდენად მოღალატეები არიან, რომ რამდენჯერაც მთავრობამ ხალხის პრობლემებთან ბრძოლა დაიწყო, იმდენჯერ ღვარძლი და ბოღმა ამოანთხიეს.
“კირთაძე შე მართლა ამაზრზენო არაკაცო! მართლა კლოუნების პარტიის წარმომადგენელო! კობახიძემდე რომ მიხვიდე გინდ განათლებით და გინდ ჭკუით, კიდევ ცხრა ცხოვრება რომ იცხოვრო არ გეყოფა! რა კატასტროფა სჭირს ეს ამ ხალხს, რამდენად მოღალატეები არიან, რამდენჯერაც მთავრობამ ხალხის პრობლემებთან ბრძოლა დაიწყო, იმდენი ღვარძლს და ბოღმას რო ანთხევენ?? ჩარჩებით ბოლომდე მაგ ბოღმაში!” – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.









