21 იანვარი, ოთხშაბათი, 2026
21 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

გიორგი ფხაკაძე: ბევრმა გააკრიტიკა, რომ საქართველო არ არის დაპატიჟებული „მშვიდობის საბჭოში“, სადაც არიან: პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი, მხოლოდ კიმ ჩენ ინი აკლიათ. რომც მივეწვიეთ უარი უნდა გვეთქვა, პატარა ქვეყანა ვართ და ხვალ ვინ მოიგებს არ ვიცით, თუ აღმოჩნდები არასწორ მხარეს შედეგები ძალიან მძიმე იქნება

ბევრმა გააკრიტიკა, რომ საქართველო არ არის დაპატიჟებული „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც ტრამპმა გამოიგონა სადაც დაპატიჟებულები არიან: პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი და რას ქვია საქართველო არ დაპატიჟესო, კიდევ კარგი, რომ საქართველო არ დაპატიჟეს, რომც დაეპატიჟებინათ საქართველოს უარი უნდა ეთქვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ფხაკაძის განცხადებით, მსოფლიოში ახლა ტიტანების ომი მიმდინარეობს და ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავს საბჭოზე დაპატიჟება და რომელიმე მხარის არჩევა არანაირად არ არის გამართლებული და სწორი ქვეყნის მომავლისთვის.

„მე როდესაც წავიკითხე, რომ საქართველო არ დაპატიჟეს thanks god. ეს ახალი საბჭო, თუ რაღაც, რასაც აკეთებენ ამერიკელები, არის გაეროს საწინააღმდეგო ინსტიტუციის ჩამოყალიბება. ანუ ის გვეუბნება, რომ ის ინსტიტუციები, გაერო, აღარ გვინდაო, მხოლოდ კიმ ჩენ ინიღა აკლია იმ საბჭოში, ანუ პუტინმა და ლუკაშენკომ რა უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე შეიძლება ილაპარაკონ. პუტინი და ლუკაშენკო – ეს ორი ტერორისტი და ესენი არიან უშიშროების და უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც ახლა ტრამპი ცდილობს რომ ჩამოაყალიბოს. ეს ვიგინდარა ტიპები ვინც ხართ, გულისამრევები ხართ. მესამე მსოფლიო ომია და ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა უნდა ვიყოთ წყნარად, მშვიდად და რაც უფრო ნაკლებ რაღაცებში დაგვპატიჟებენ და რაც უფრო ნაკლებ ხმას ამოიღებენ, რომ საქართველო, ქართულ-რუსული კონფლიქტი, იმიტომ რომ იმდენად დიდი პრობლემებია, ტიტანები ებრძვიან ერთმანეთს, ჩვენ ვართ პატარა ნამცეცი და ეს პატარა ნამცეცი შეიძლება ისე გაიჭყლიტოს, რომ ვერც კი გაიგებენ სხვები ჩვენ როდესაც გაგვჭყლეტენ. ჩვენ განსხვავებულები ვართ, დაინახეთ უბრალოდ რუკაზე რა ხდება. გადახედეთ რუკას, რამხელა ტიტანებზეა საუბარი. ტიტანების ომი მიმდინარეობს. ხალხო, ცუდად არის საქმე. ძალიან კარგია რომ არ დაგვპატიჟეს და რომც დავეპატიჟებინეთ არ უნდა წავსულიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა და ხვალ ვინ მოიგებს არ ვიცით. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ბევრმა ქვეყანამ აირჩია არასწორი მხარე. ანუ თუ იქნები არასწორ მხარეს ძალიან მძიმე და მტკივნეულია შედეგები, განსაკუთრებით როდესაც ხარ პატარა ქვეყანა. ერთადერთი ძალა რაც გვაქვს ეს ძალა არის ერთობაში, იქნებ გადავერთოთ და ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ბევრმა გააკრიტიკა, რომ საქართველო არ არის დაპატიჟებული „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც ტრამპმა გამოიგონა სადაც დაპატიჟებულები არიან: პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი და რას ქვია საქართველო არ დაპატიჟესო, კიდევ კარგი, რომ საქართველო არ დაპატიჟეს, რომც დაეპატიჟებინათ საქართველოს უარი უნდა ეთქვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ფხაკაძის განცხადებით, მსოფლიოში ახლა ტიტანების ომი მიმდინარეობს და ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავს საბჭოზე დაპატიჟება და რომელიმე მხარის არჩევა არანაირად არ არის გამართლებული და სწორი ქვეყნის მომავლისთვის.

„მე როდესაც წავიკითხე, რომ საქართველო არ დაპატიჟეს thanks god. ეს ახალი საბჭო, თუ რაღაც, რასაც აკეთებენ ამერიკელები, არის გაეროს საწინააღმდეგო ინსტიტუციის ჩამოყალიბება. ანუ ის გვეუბნება, რომ ის ინსტიტუციები, გაერო, აღარ გვინდაო, მხოლოდ კიმ ჩენ ინიღა აკლია იმ საბჭოში, ანუ პუტინმა და ლუკაშენკომ რა უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე შეიძლება ილაპარაკონ. პუტინი და ლუკაშენკო – ეს ორი ტერორისტი და ესენი არიან უშიშროების და უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც ახლა ტრამპი ცდილობს რომ ჩამოაყალიბოს. ეს ვიგინდარა ტიპები ვინც ხართ, გულისამრევები ხართ. მესამე მსოფლიო ომია და ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა უნდა ვიყოთ წყნარად, მშვიდად და რაც უფრო ნაკლებ რაღაცებში დაგვპატიჟებენ და რაც უფრო ნაკლებ ხმას ამოიღებენ, რომ საქართველო, ქართულ-რუსული კონფლიქტი, იმიტომ რომ იმდენად დიდი პრობლემებია, ტიტანები ებრძვიან ერთმანეთს, ჩვენ ვართ პატარა ნამცეცი და ეს პატარა ნამცეცი შეიძლება ისე გაიჭყლიტოს, რომ ვერც კი გაიგებენ სხვები ჩვენ როდესაც გაგვჭყლეტენ. ჩვენ განსხვავებულები ვართ, დაინახეთ უბრალოდ რუკაზე რა ხდება. გადახედეთ რუკას, რამხელა ტიტანებზეა საუბარი. ტიტანების ომი მიმდინარეობს. ხალხო, ცუდად არის საქმე. ძალიან კარგია რომ არ დაგვპატიჟეს და რომც დავეპატიჟებინეთ არ უნდა წავსულიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა და ხვალ ვინ მოიგებს არ ვიცით. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ბევრმა ქვეყანამ აირჩია არასწორი მხარე. ანუ თუ იქნები არასწორ მხარეს ძალიან მძიმე და მტკივნეულია შედეგები, განსაკუთრებით როდესაც ხარ პატარა ქვეყანა. ერთადერთი ძალა რაც გვაქვს ეს ძალა არის ერთობაში, იქნებ გადავერთოთ და ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ

ავტორი:

ბოლო სიახლეები