„ალბათ განგების ნებაა, რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„ეს ალბათ განგების ნებაა (ის კი სამართლიანია), რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში.
ამაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინც ბოლო 10-12 წლის მანძილზე გაიხსენებს ვინ იყვნენ ოპობაბლში და ვინ არიან. ე.წ. ახალმა სახეებმაც ვერ გაუმართლათ, ძველებზე უარესები აღმოჩნდა ბევრი, ძველებზე ხომ საუბარიც აღარ ღირს. სხვათა შორის, ქ/ოცნებიდან ოპოზიციაში სწორედ ის ხალხი წავიდა, ვისაც საზოგადოებაში ერთი მისხალი ავტორიტეტი და ნდობა არ ჰქონდა და ხალხს უკვირდა ადრე რატომ არ მოიშორესო.
ის რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსებში უჭირს, დღესაც მკაფიოდ ჩანს. მას შემდეგ რაც გამაერთიანებლის როლში ვერ ივარგა სალომე ზურაბიშვილმა, ეხლა გირჩი ჯაფარიძეს გადააბარეს თითქოს ეს როლი. არ დავიწყებ მის დახასიათებას, ყველა კარგად იცნობს, ძირითადად უარყოფითი კუთხით. ისე, საინტერესოა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოსალაპარაკებლად კაიფში ეახლა თუ არა“- წერს ანჯაფარიძე.








