დავით მათიკაშვილი – საქართველოს სიძულვილში გაერთიანებული ძალებისთვის პერსპექტივა და წარმატება არასდროს იქნება

ნულის ნულთან გაერთიანება შედეგს იწვევს და ეს შედეგი ნულია. მაშინ როდესაც რადიკალებს საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა და რეიტინგი არ გააჩნიათ, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ნულს ქვემოთ არის დასული რეიტინგით, ამ ფონზე რადიკალების გაერთიანება როგორ წარმოგიდგენიათ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანება რაიმე შედეგის მომტანი ვერ იქნება.

„ეს ყველაფერი იქნება კიდევ ერთი ფარატინა ქაღალდი და კიდევ ერთი ილუზია, რომელსაც ძალიან მცირე რაოდენობის მხარდამჭერებისთვის და გარე პატრონებისთვის შექმნიან, რათა დაასაბუთონ ის ჯამაგირები, რომლებსაც გარე პატრონებისგან იღებენ. საქართველოში საქართველოს სიძულვილში გაერთიანებული ძალებისთვის პერსპექტივა და წარმატება არასდროს იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...