21 იანვარი, ოთხშაბათი, 2026
21 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

ესპანეთში კიდევ ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა – დაიღუპა მემანქანე

კატალონიაში, 20 იანვრის საღამოს, რელსებიდან გადავიდა Rodalies-ის მატარებელი, რომელიც სანტ-სადურნი-დ’ანოიასა და ჟელიდას სადგურებს შორის მოძრაობდა.

ესპანური გამოცემები El Pais და RTVE, შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ შემადგენლობა შეეჯახა საყრდენ კედელს, რომელიც ლიანდაგზე მეწყრის შედეგად ჩამოინგრა. სავარაუდოდ, მეწყერი ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

შეტაკების შედეგად დაიღუპა მემანქანე. კიდევ 37 ადამიანი დაშავდა: 5 მათგანმა სერიოზული ტრავმები მიიღო. El Pais-ის ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობა პირველ ვაგონში იმყოფებოდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ესპანეთში მეორე სარკინიგზო შემთხვევაა. 18 იანვარს, ქვეყნის სამხრეთში, ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა მოხდა – კორდობის პროვინციაში მალაგადან მადრიდისკენ მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მადრიდიდან უელვასკენ მიმავალ შემხვედრ მატარებელს შეეჯახა. მაშინ 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 152 დაშავდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები