აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ რადიკალების პატრონებსაც სხვა საფიქრალი და სადარდებელი გამოუჩნდათ. ვიცით, რომ ის ევრობიუროკრატები და ჩრდილოვანი ძალები, რომლებიც მათ გულშემატკივრობდნენ და აფინანსებდნენ ახლა სულ სხვა პოზაში არიან ჩამდგარნი. მათ უწევთ საკუთარი ქვეყნები თუ პოზიციები დაიცვან, ამიტომ უკვე არც გარე დახმარების იმედი აქვთ, – განაცხადა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ საუბრები ოპოზიციის ამ ნაწილის გაერთიანების შესახებ არარეალურია.
„რაც შეეხება რადიკალ პოლიტიკოსებს, რომლებიც სრულად განულებულები არიან, 0+0=0. ამიტომ რა რაოდენობაშიც არ უნდა იყვნენ ეს განულებული პოლიტიკოსები, ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს ვერ შექმნიან. წარმოუდგენელია, რომ საკუთარ თავს ისეთი დისკრედიტაცია გაუკეთონ, როგორიც მათ გააკეთეს. წარმოუდგენელია, რომ მათი ყოველი გეგმა ჩაიშალა და სრულად გაცამტვერებულები არიან და რაიმე პროცესი შექმნან და წარმოუდგენელია თითოეული ქართველის თვალში უკვე აგენტურად პოზიციონირებული ეს ვითომ პოლიტიკოსები რამე აქტივობაში მოვიდნენ“, – აღნიშნა წილოსანმა.









