გია აბაშიძე: “დიფ სთეითის” ევროპულმა “ფილიალმა”, EUSSR-მა ამოწურა არსებობის რესურსები და ახლა სახეცვლილების ევროკრატებისთვის მტკივნეულ პროცესს გადის. თუ როგორი იქნება მტაცებლურად ნოვატორული კორპორაციული მმართველობა ტრამპის ხელშეწყობით, მალე გამოჩნდება ევროპაში

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილზე ჩვეული სამარცხვინოობით აკრიახდნენ “აზროვნების ნაცგიგანტები”, რადგან დაბნეულები არიან, გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე, ვის დაემონონ სარფიანად და მაინც ილანძღონ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, “დიფ სთეითის” ევროპულმა “ფილიალმა”, EUSSR-მა ამოწურა არსებობის რესურსები და ახლა სახეცვლილების ევროკრატებისთვის მტკივნეულ პროცესს გადის.

„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილზე ჩვეული სამარცხვინოობით აკრიახდნენ “აზროვნების ნაცგიგანტები”, რადგან დაბნეულები არიან, გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე, ვის დაემონონ სარფიანად და მაინც ილანძღონ.

ევროკავშირის არსებული სტატუსი რომ ფატალურ ბზარებშია, ამას დიდი ხნის წინ პროგნოზირებდნენ როგორც ზაზა შათირიშვილი და მისი მრავალრიცხოვანი თანამოაზრეები, ასევე დასავლეთის ავტორიტეტული აქტორები.
აშკარაა, რომ “დიფ სთეითის” ევროპულმა “ფილიალმა”, EUSSR-მა ამოწურა არსებობის რესურსები და ახლა სახეცვლილების ევროკრატებისთვის მტკივნეულ პროცესს გადის. თუ როგორი იქნება მტაცებლურად ნოვატორული კორპორაციული მმართველობა ტრამპის ხელშეწყობით, მალე გამოჩნდება ევროპაში.

მანამდე კი, სექტის იმპეცილმა სპიკერატმა, კლოუნი “ექსპერტის”, თავდაცვის ექს-მინისტრის, დავით სიხარულიძის დონეზე არჩიონ “ორეშნიკი” “ტუფტა” იარაღია”, “დიფ სთეითი” არ არსებობს და ა.შ.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...