მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და მას ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა უსწრებს

Speedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს. საქართველო ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა და ბულგარეთისა და დანიის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს.

2025 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, მობილური ინტერნეტის სისწრაფით, საქართველო ისეთ ქვეყნებზე წინ არის, როგორებიცაა: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და შვეიცარია.

Speedtest-ის რეიტინგში, პირველ ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მე-2 ადგილზეა კატარი, მესამეზე კი – ქუვეითი.

https://x.com/Globalstats11/status/2011797658122469377

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...