ირაკლი ქადაგიშვილი შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებზე: ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან

ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებს და ატეხილ აჟიოტაჟს.

„[შეწყალებაზე ოპოზიციური განცხადებები] არის კიდევ ერთხელ ახლობლების, მშობლების, თუ გულშემატკივრების მხრიდან პატიმართა ბედით სპეკულაცია. ყველამ ვიცით საჯარო განცხადებები, როცა არც პრეზიდენტს აღიარებენ, არც შეწყალებას, არც აპირებენ ამ შეწყალებით სარგებლობას, მაგრამ ხედავთ, რომ სპეკულაციებს მაინც აქვს ადგილი. ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...