20 იანვარი, სამშაბათი, 2026
20 იანვარი, სამშაბათი, 2026

პრემიერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა“, – წერს პრემიერი.

ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია 152 ადამიანი. ინციდენტი ადამუსის მუნიციპალიტეტში მოხდა. მადრიდისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები