აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში მოკლეტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მას სწერს და „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარებას რუსეთის მონაწილეობით სთავაზობს.
„დავოსის შემდეგ, პარიზში მზად ვარ მოვიწვიო „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა. შემიძლია დავპატიჟო უკრაინელები, დანიელები, სირიელები და რუსები“, – წერს მაკრონი ტრამპს.
გარდა ამისა, მაკრონმა ტრამპს პარიზში ვახშამი შესთავაზა.
„ჩემო მეგობარო. სირიასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები სრულად ემთხვევა. ირანთან დაკავშირებით შეგვიძლია დიდ შედეგებს მივაღწიოთ. მაგრამ არ მესმის, რას უპირებ გრენლანდიას?… მოდი, ერთად ვივახშმოთ პარიზში, სანამ აშშ-ში დაბრუნდები“, – აღნიშნავს მაკრონი.









