მარიამ ლაშხი თეიმურაზ პაპასკირის განცხადებაზე: თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბიბისი” – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, გვარამიას პარტიის წევრის, თეიმურაზ პაპასკირის განცხადება შეაფასა, რომლის ინფორმაციითაც, “ბიბისი” არ აპირებს “ქართული ოცნების” საჩივრის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.

ლაშხის თქმით, პაპასკირის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

“ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი. თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, თუ რას აპირებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბიბისი”. ეს გეგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით, რომელიც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.” – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...