18 იანვარი, კვირა, 2026
18 იანვარი, კვირა, 2026

დავით ჩიხელიძე: კოლექტიურ „ნაცებში“ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია კვლავ გრძელდება, ამჯერად “ჩერგომ” გადაწყვიტა შვილმკვდარი დედის პროტესტის მითვისება

კოლექტიურ „ნაცებში“ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია კვლავ გრძელდება. ამჯერად ჩერგომ გადაწყვიტა შვილმკვდარი დედის პროტესტის მითვისება და ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა „სისტემა უნდა დაინგრეს“, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ის ოპოზიციონერებს მოუწოდებს, შეეშვან გარდაცვლილი ადამიანებითა და ტრაგედიებით პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობას.

“კოლექტიურ „ნაცებში“ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია კვლავ გრძელდება. ამჯერად ჩერგომ გადაწყვიტა შვილმკვდარი დედის პროტესტის მითვისება და ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა „სისტემა უნდა დაინგრეს“.

კითხვა მარტივია: რომელ სისტემაზეა საუბარი, ქალბატონო თამარ?
იმ სისტემაზე, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომლის ერთ-ერთი შემოქმედიც თქვენი მეუღლეა?

დღეს სისტემა არ არსებობს, დღეს არსებობს სამართალდამცველი ორგანოები, რომლებიც თითოეულ დანაშაულს იძიებენ და დამნაშავეებს კანონის ფარგლებში აკისრებენ პასუხისმგებლობას.

შეეშვით გარდაცვლილი ადამიანებითა და ტრაგედიებით პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობას. ეს არც მორალურია და არც ეთიკური. თუმცა, სამწუხაროდ, მორალი არასდროს ყოფილა თქვენი თანმდევი,” – წერს ჩიხელიძე.

https://www.facebook.com/share/p/1Ag1hriPEe/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები