კონგრესმენი დონ ბეიერი: ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას

დემოკრატი კონგრესმენი, დონ ბეიერი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპს ამის უფლება არ აქვს.

ბეიერის თქმით, ტრამპის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და ამერიკისთვის სრულ კატასტორფას წარმოადგენს.

“ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას.

ეს კანონის საწინააღმდეგოა, ეს სრული კატასტროფაა ამერიკისთვის. კონგრესსა და უზენაეს სასამართლოში რესპუბლიკელებმა უნდა მოიკრიბონ ძალები და შეაჩერონ ეს.” – წერს დონ ბეიერი X-ზე.

დღეს, ამერიკის პრეზიდენტმა Truth Social-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრენლანდიის გამო, ევროპული ქვეყნების ნაწილს – დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს, 2026 წლის თებერვლიდან, ტარიფებს უწესებს.

https://x.com/RepDonBeyer/status/2012569449690235311?s=20

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...