ანტონიო კოშტა: ტარიფების შემოღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის. ევროპა ერთიანი, კოორდინირებული და თავისი სუვერენიტეტის დაცვის ერთგული დარჩება

„ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია. ისინი არსებითად მნიშვნელოვანია ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“- ამის შესახებ ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა X-ზე წერს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილის მიმართ ტარიფების დაწესების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დააზიანებს.

„ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს, მათ შორის ნატო-ს ფარგლებში. წინასწარ კოორდინირებული დანიური წვრთნა, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, პასუხობს არქტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და არავისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და გრენლანდიის მოსახლეობას. დიალოგი კვლავ აუცილებელია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაგრძელოთ დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის გასულ კვირას დაწყებული პროცესი.

ტარიფების შემოღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის. ევროპა ერთიანი, კოორდინირებული და თავისი სუვერენიტეტის დაცვის ერთგული დარჩება.”- წერს კოშტა.

https://x.com/eucopresident/status/2012608773223858602?s=46&t=2n6450-rN_L9bkkExyI1Iw

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...