გერმანიის ე.წ.”ელჩის”, პეტერ ფიშერის საიდუმლო შეხვედრა ნაცრადიკალებთან და საქართველოში ირანული სცენარის გადმოღება ძალადობის წაქეზებით, ჩაფლავდება; ექსტრემიზმს აღკვეთენ ქართველი ოფიცრები. სულ ტყუილად დაიხარჯება რესურსები მარგინალი უსამშობლოების წვრთნაში – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკატიის მორიგ ავაზაკურ შემოტევას. მისი თქმით, ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს.
„გერმანიის ე.წ.”ელჩის”, პეტერ ფიშერის საიდუმლო შეხვედრა ნაცრადიკალებთან და საქართველოში ირანული სცენარის გადმოღება ძალადობის წაქეზებით, ჩაფლავდება; ექსტრემიზმს აღკვეთენ ქართველი ოფიცრები. სულ ტყუილად დაიხარჯება რესურსები მარგინალი უსამშობლოების წვრთნაში. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკატიის მორიგ ავაზაკურ შემოტევას. ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს!
ცნობილი ხდება, რომ 15 იანვარს, გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა. მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და მათ განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა.
უფრო კონკრეტულად, გერმანიის ელჩი აქტივისტებს უხსნიდა, რომ “დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც, აუცილებელია, რომ როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივი რადიკალურ პროტესტში – ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში”.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ფიშერმა, დამსწრე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონტაქტი ექნება ლუკა მიშველაძესთან და სწორედ მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს.
აღსანიშნავია, რომ ლუკა მიშველაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრია. მის სოციალურ ქსელში ვხვდებით ელჩ ფიშერთან და რადიკალ აქტივისტ ანნი ფრიდონაშვილთან ერთად, გერმანიის გაერთიანების დღის საზეიმო მიღებაზე გადაღებულ ფოტოებსაც.“ – წერს აბაშიძე.









