არ გამიკვირდებოდა თუ ასეთი შეხვედრა შედგებოდა და სწორედ გერმანიის ელჩთან, რომელიც ღიად გულშემატკივრობს რუსთაველზე გამოყრილ რადიკალებს, ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე, 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მორიგი ფარული სერობა რადიკალურ ჯგუფებთან, ირიბი დასტურია იმის, რომ როგორც ჩანს საელჩო უკმაყოფილოა მის მიერ აქაურ რადიკალებზე გაცემული გრანტების ნულოვანი ეფექტით, და მათგან მოქმედების მეტ რადიკალიზაციას ითხოვს.
„მე არ გამიკვირდებოდა თუ ასეთი შეხვედრა შედგებოდა და სწორედ გერმანიის ელჩთან, რომელიც ღიად გულშემატკივრობს რუსთაველზე გამოყრილ რადიკალებს, ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული. ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ შარშან სექტემბერში გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობისგან დაჟინებით ითხოვდა, რომ დაეშვათ გამონაკლისი გრანტებზე კანონში, რომ გერმანულ დონორებს თავისუფლად შეძლებოდათ აქაური ენჯეოების დაფინანსება, რაზეც უარი მიიღო. ეს მორიგი ფარული სერობა რადიკალურ ჯგუფებთან, ირიბი დასტურია იმის, რომ როგორც ჩანს საელჩო უკმაყოფილოა მის მიერ აქაურ რადიკალებზე გაცემული გრანტების ნულოვანი ეფექტით, და მათგან მოქმედების მეტ რადიკალიზაციას ითხოვს.
იმედია, მათ ვისაც ეს ეხება პასიური დამკვირვებლების როლში არ დარჩებიან და პრევენციული ზომები იქნება მიღებული.
საგულისხმოა ისიც, რომ ელჩის საკონტაქტო პირად შერჩეულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის წევრი. ციხიდან გამოსული ჯაფარიძე კი აქტიურად მორიგ ჯერზე ცდილობს ოპოზიციის ერთობის შეკოწიწებას აქციების ახალი ტალღის ასაგორებლად.“ – წერს ანჯაფარიძე.









