დონალდ ტრამპი: მინესოტაში, არეულობის გამომწვევები, აგიტატორები და ამბოხებულები, ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მინესოტაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმიანება და წერს, რომ არეულობას ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები იწვევენ.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მისი ჩარევის შემთხვევაში, პრობლემა სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება.

“მინესოტაში, არეულობის გამომწვევები, აგიტატორები და ამბოხებულები, ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან.
გუბერნატორმა და მერმა არ იციან, რა უნდა გააკეთონ, მათ სრულიად დაკარგეს კონტროლი და ამ დროისთვის სრულიად უსარგებლოებად არიან ქცეულნი! თუ და როდესაც მე იძულებული ვიქნები ვიმოქმედო, ეს სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება!” – წერს დონალდ ტრამპი.

https://truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/115905757161594483

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...